საავტომობილო გზების დეპარტამენტი



აქტიურად მიმდინარეობს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები
აქტიურად მიმდინარეობს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, მათ შორის:
ა/ბეტონის და არმირებული ც/ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები ხორციელდება შემდეგ მიმართულებებზე:
ქობულეთის მუნიციპალიტეტში - ალამბარი-სახარია;
ქობულეთის მუნიციპალიტეტში - ბობოყვათი-ხინიკაძეები-მახარაძეები-ჯაბნიძეები-დაგვა;
ქობულეთის მუნიციპალიტეტში - რკინიგზის გადასასვლელი-კვირიკე ჰესი;
ქობულეთის მუნიციპალიტეტში - სკურა-ბაჟუნაიშვილები;
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში - წყარო-კომენდატურა;
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში - ორთაბათუმი-წიქარეული;
ქედის მუნიციპალიტეტში - მახუნცეთი-ზუნდაგა - ზუნდაგა-ტირალა;
ქედის მუნიციპალიტეტში - გუნდაური-გარეტყე და წონიარისი-კანტაური-ტიბეთა.
ახალი ხიდების მშენებლობისა და არსებულის სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება შემდეგ მიმართულებებზე:
ქობულეთის მუნიციპალიტეტში - კვირიკე-ქვედა კვირიკე-შაქარიშვილები;
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში - აჭარის წყალი-კირნათი;
ქედის მუნიციპალიტეტში - ზვარე - ვაიო;
ხულოს მუნიციპალიტეტში - ღორჯომი-აგარა;
ხულოს მუნიციპალიტეტში - ხულო-ძირკვაძეები;
ხულოს მუნიციპალიტეტში - რიყეთი-დიდი რიყეთი;
ხულოს მუნიციპალიტეტში - ზომლეთი-ხიხაძირი.