საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

საავტომობილო გზების დეპარტამენტი

image
საავტომობილო გზების დეპარტამენტი
აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში, თოვლის საფარისგან გზების გაწმენდა მიმდინარეობს
image

აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში, თოვლის საფარისგან გზების გაწმენდა მიმდინარეობს

აჭარაში საავტომობილო გზების გაწმენდა, დილიდან ინტენსიურად ხორციელდება. სამუშაო პროცესი ამ წუთებშიც მიმდინარეობს. სოფლებში მობილიზებულია აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის სპეციალური ტექნიკა და ადამიანური რესურსი.
ამ ეტაპზე ხულოს, შუახევის, ქედის, ხელვაჩაურის და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში თოვლის საფარისგან იწმინდება ადმინისტრაციულ ცენტრებთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზები.
მიმდინარე სამუშაოებს აჭარის საავტომობილი გზების დეპარტამენტის უფროსი ზაზა შავაძე, თანამშრომლებთან, საქართველოს პარლამენტის წევრ ანზორ ბოლქვაძესთან და მუნიციპალიტეტების მერებთან ერთად ადგილზე გაეცნო.
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი მძღოლებს მოუწოდებს, მხოლოდ მაღალი გამავლობის სატრანსპორტო საშულებებით, ზამთრის პერიოდისთვის შესაბამისი საბურავებით გადაადგილდნენ და საჭიროების შემთხვევაში, გამოიყენონ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები.
აჭარის მაღალმთიანეთში სხვა სახის სატრასპორტო საშუალებით გადაადგილება ამ დროისთვის შეზღუდულია.