საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

საავტომობილო გზების დეპარტამენტი

image
საავტომობილო გზების დეპარტამენტი
აჭარის მუნიციპალიტეტებში უწყვეტად იწმინდება თოვლის საფარისგან საავტომობილო გზები
image

აჭარის მუნიციპალიტეტებში უწყვეტად იწმინდება თოვლის საფარისგან საავტომობილო გზები

აჭარის მუნიციპალიტეტებში უწყვეტად იწმინდება თოვლის საფარისგან საავტომობილო გზები. 
ხულოს მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციულ ცენტრებთან მისასვლელი გზების წმენდის სამუშაოები დასრულებულია, სამუშაოები  სოფლების შიდა გზებზე მიმდინარეობს. 
შუახევის მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციულ ცენტრებთან მისასვლელი გზების წმენდა გრძელდება დღვანისა და წყალსაყრის მიმართულებებით, ყველა სხვა  ადმინისტრაციულ ცენტრთან საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია.
ქედაში თოვლის საფარისგან ადმინისტრაციულ ცენტრებთან მისასვლელი გზები იწმინდება. 
ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში უწვეტად მიმდინარეობს სოფლების შიდა გზების გაწმენდის სამუშაოები.