საავტომობილო გზების დეპარტამენტი

ზაზა შავაძემ აჭარის უმაღლეს საბჭოში 2025 წლის შედეგებზე ისაუბრა
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსმა ზაზა შავაძემ აჭარის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, აჭარაში საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე ისაუბრა.
ზაზა შავაძემ საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს, 2025 წელს განხორციელებული პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
მიმდინარე წელს, აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან, საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების დაფინანსება, 65 მილიონი ლარით განისაზღვრა.
დღეისათვის, აჭარაში, 11 მიმართულებით გზების მშენებლობა-რეაბილიტაცია დასრულდა, 10 მიმართულებით სამუშაოები კი აქტიურად მიმდინარეობს.
დეპარტამენტის უფროსმა, სხდომაზე, ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა-რეაბილიტაციის კუთხით განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა.
ზაზა შავაძემ დეპუტატებს ზამთრის სეზონის მოსამზდებელი სამუშაოების შესახებ ინფორმაცია გააცნო
და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი საავტომობილო ტექნიკა და ადამიანური რესურსი.
შეხვედრაზე ასევე საუბარი, 2026 წელს, საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით დაგეგმილ პროექტებს შეეხო.