საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

საავტომობილო გზების დეპარტამენტი

image
საავტომობილო გზების დეპარტამენტი
მუნიციპალიტეტებში გასვლითი სამუშაო შეხვედრები
image

მუნიციპალიტეტებში გასვლითი სამუშაო შეხვედრები

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსმა ზაზა შავაძემ, მოადგილესთან როლანდ ბოლქვაძესთან და სამსახურის ხელმძღვანელ პირებთან ერთად მუნიციპალიტეტებში გასვლითი სამუშაო შეხვედრები გამართა.
დეპარტამენტის ხელმძღვანელი მუნიციპალიტეტების განყოფილების უფროსებს და სპეციალისტებს შეხვდა.
ზაზა შავაძე თოვლის წმენდის სამუშაოებს გაეცნო. 
როგორც მან აღნიშნა, ერთი კვირის განმავლობაში მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში პერიოდულად ძლიერი თოვაა მოსალოდნელი. 
ზაზა შავაძემ განყოფილების უფროსებს სპეციალური ტექნიკის და ადამიანური რესურსის მობილიზება დაავალა, რათა საავტომობილო გზების გაწმენდა ოპერატიულად განხორციელდეს და მოსახლეობამ შეძლოს უსაფრთხო გადაადგილება.