აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
საავტომობილო გზების დეპარტამენტი

ქედაში ცემენტ-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსი ზაზა შავაძე, მოადგილე როლანდ ბოლქვაძესთან და ქედის მუნიციპალიტეტის მერ მამუკა თურმანიძესთან ერთად, ქედაში ცემენტ-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო.
დეპარტამენტი სხვადასხვა სოფელში ბეტონის საფარის დაგებას ეტაპობრივად ახორციელებს.
სამუშაოები აჭარის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს, მათ შორის, ქედის მუნიციპალიტეტში ცემენტ-ბეტონის საფარი 7 კილომეტრზე მეტ საავტომობილო გზაზე დაიგება.