საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

საავტომობილო გზების დეპარტამენტი

image
საავტომობილო გზების დეპარტამენტი
ქედის მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა
image

ქედის მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, სოფელ მერისში, გუნდაური-გარეტყეს მიმართულებით, 2,4 კმ საავტომობილო გზაზე, ასფალტ-ბეტონის საფარი მოეწყო. აშენდა ბეტონის საყრდენი კედლები და გაბიონები, ასევე სავალი ნაწილის ჰორიზონტალური მონიშვნა განხორციელდა.

ტურისტული მნიშვნელობის გზა სოფელ გარეტყეს და მეძიბნას აკავშირებს.

რეაბილიტირებული გზით 50 ადგილობრივი ოჯახი ისარგებლებს.
პროექტით განხორციელებულ სამუშაოებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ედნარ ნატარიძე, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსთან ზაზა შავაძესთან და ქედის მუნიციპალიტეტის მერთან მამუკა თურმანიძესთან ერთად გაეცნო.