აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
საავტომობილო გზების დეპარტამენტი

საავტომობილო გზების დეპარტამენტი
ქედის მუნიციპალიტეტში ხელოვნური და დამცავი ნაგებობების მოწყობის სამუშაოები
ქედის მუნიციპალიტეტში ხელოვნური და დამცავი ნაგებობების მოწყობის სამუშაოები
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსმა ზაზა შავაძემ სპეციალისტებთან ერთად ქედის მუნიციპალიტეტში ხელოვნური და დამცავი ნაგებობების მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა.
აჭარის ხუთ მუნიციპალიტეტში მეწყრული პროცესების პრევენციისა და საგზაო ინფრასტრუქტურის უსაფრთხოებისთვის საყრდენი კედლებისა და გაბიონების მშენებლობა სხვადასხვა მიმართულებაზე ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.