საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

საავტომობილო გზების დეპარტამენტი

image
საავტომობილო გზების დეპარტამენტი
ქობულეთისა და ხელვაჩაურის საავტომობილო გზებზე დამეწყრილი მონაკვეთების გაწმენდითი სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა
image

ქობულეთისა და ხელვაჩაურის საავტომობილო გზებზე დამეწყრილი მონაკვეთების გაწმენდითი სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

ქობულეთისა და ხელვაჩაურის საავტომობილო გზებზე დამეწყრილი მონაკვეთების გაწმენდითი სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა.

19 სექტემბერს მოსული უხვი ნალექის შედეგად, ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში რამდენიმე საავტომობილო გზაზე მეწყრული პროცესები განვითარდა.

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის სპეციალური ტექნიკა და ადამიანური რესურსი მეორე დღეა გაწმენდით სამუშაოებს უწყვეტად ახორციელებს.

სულ დაფიქსირებული 20 მიმართულებიდან, ამ ეტაპზე სამუშაოები დარჩენილ 3 მონაკვეთზე მიმდინარეობს.
სამუშაოების მიმდინარეობას აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსი ზაზა შავაძე, სპეციალისტებთან ერთად ადგილზე, უწყვეტ რეჟიმში უწევს კოორდინაციას.