აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
საავტომობილო გზების დეპარტამენტი

საავტომობილო გზების დეპარტამენტი
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა
ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, ორთაბათუმი-წიქარეულის მიმართულებით 1,2 კმ საავტომობილო გზაზე ასფალტ-ბეტონის საფარი მოეწყო.
გაკეთდა სანიაღვრე არხები. დაიგო ორფენიანი ასფალტის საფარი.
ასევე, სავალი ნაწილის ჰორიზონტალური მონიშვნა განხორციელდა.
რეაბილიტირებული გზა ორთაბათუმის ადმინისტრაციულ ერთეულს სოფელ წიქარეულთან აკავშირებს.
განახლებული გზით 150-მდე ადგილობრივი ოჯახი შეძლებს გადაადგილებას.