აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
საავტომობილო გზების დეპარტამენტი

საავტომობილო გზების დეპარტამენტი
აჭარის ხუთ მუნიციპალიტეტში დამეწყრილი გზების გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
აჭარის ხუთ მუნიციპალიტეტში დამეწყრილი გზების გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
უხვი ნალექის შედეგად, ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში რამდენიმე მიმართულებით მეწყრული პროცესები და ქვათაცვენა განვითარდა.
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსი ზაზა შავაძე მუნიციპალიტეტის მერებთან ერთად ქედისა და ხულოს მუნიციპალიტეტში დამეწყრილი გზების გაწმენდის სამუშაოებს გაეცნო.
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის სპეციალური ტექნიკის საშუალებით, დაზიანებული მონაკვეთების გაწმენდა ეტაპობრივ რეჟიმში, აქტიურად მიმდინარეობს.
გაწმენდითი სამუშაოები ძირითად მიმართულებებზე დასრულებულია, დარჩენილ მონაკვეთებზე მიმდინარეობს.