საავტომობილო გზების დეპარტამენტი

დანისპარაული-ველათი-მწვანე ტბის მიმართულებით მიმდინარე 6.2-კილომეტრიანი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსთან ზაზა შავაძესთან ერთად, ხულოს მუნიციპალიტეტში დანისპარაული-ველათი-მწვანე ტბის მიმართულებით მიმდინარე 6.2-კილომეტრიანი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.
პროექტის მიხედვით დასრულდა სანიაღვრე არხების და საავტომობილო ხიდის მშენებლობა.
ამ ეტაპზე არმირებული ცემენტ-ბეტონის საფარის დაგება მიმდინარეობს.
პროექტის დასრულების შემდეგ განახლებული გზა სოფელ დანისპარაულს მწვანე ტბასა და გოდერძის უღელტეხილთან დააკავშირებს, რაც ადგილობრივი მოსახლეობისა და ვიზიტორების უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას უზრუნველყოფს.
მთავრობის თავმჯდომარეთსან ერთად, აღნიშული გზის რეაბილიტაციის სამუშაოებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ედნარ ნატარიძე, საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი მინურ პაქსაძე და ხულოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ნადიმ ვასაძე გაეცნენ.