საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

საავტომობილო გზების დეპარტამენტი

image
საავტომობილო გზების დეპარტამენტი
მაღალმთიან აჭარაში საავტომობილო გზების თოვლის საფარისგან გაწმენდითი სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს
image

მაღალმთიან აჭარაში საავტომობილო გზების თოვლის საფარისგან გაწმენდითი სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს

მაღალმთიან აჭარაში საავტომობილო გზების თოვლის საფარისგან გაწმენდითი სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. რეგიონის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში ამ დროისთვის გამოიდარა.

ხულოს, შუახევისა და ქედის მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი ნახევარ მეტრს აჭარბებს. დაბებში თოვლის სიმაღლე 30 სანტიმეტრამდეა.

პირველ ეტაპზე თოვლის საფარისგან გაიწმინდება ადმინისტრაციულ ცენტრებთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზები. ასევე, ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში რამდენიმე საავტომობილო გზაზე დამეწყრილი მონაკვეთების გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს.