საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

საავტომობილო გზების დეპარტამენტი

image
საავტომობილო გზების დეპარტამენტი
ქედის, შუახევის და ხულოს მუნიციპალიტეტების თოვლის საფარისგან საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები
image

ქედის, შუახევის და ხულოს მუნიციპალიტეტების თოვლის საფარისგან საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსი ზაზა შავაძე ქედის, შუახევის და ხულოს მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან, საქართველოს პარლამენტის წევრ ანზორ ბოლქვაძესთან ერთად თოვლის საფარისგან საავტომობილო გზების გაწმენდით სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.
აჭარის ხუთ მუნიციპალიტეტში სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. პირველ ეტაპზე ადმინისტრაციულ ცენტრებამდე მისასვლელი საავტომობილო გზები იწმინდება, რომლის დასრულების შემდგომ სამუშაოები შიდა საავტომობილო გზებზე გაგრძელდება.
სამუშაო პროცესში ჩართულია აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის 70 ერთეული სპეცტექნიკა და შესაბამისი ადამიანური რესურსი.
მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში დაშვებულია მაღალი გამავლობის სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება, ზამთრის პერიოდისთვის შესაბამისი საბურავებით.