აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
საავტომობილო გზების დეპარტამენტი

საავტომობილო გზების დეპარტამენტი
ქობულეთის მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა
ქობულეთის მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა
ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, ბობოყვათი-ხინიკაძეები-მახარაძეები-ჯაბნიძეები-დაგვას მიმართულებით, 2,2 კმ საავტომობილო გზაზე, ასფალტ-ბეტონის საფარი მოეწყო.
აშენდა ბეტონის საყრდენი კედლები და გაბიონები. ასევე, სავალი ნაწილის ჰორიზონტალური მონიშვნა განხორციელდა.
რეაბილიტირებული გზა ორ ადმინისტრაციულ ერთეულს-დაგვასა და ბობოყვათს აკავშირებს. განახლებული გზით 300-მდე ადგილობრივი მცხოვრები ისარგებლებს.
დასრულებულ სამუშაოებს აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსი ზაზა შავაძე, საქართველოს პარლამენტის წევრ ზაალ მიქელაძესთან და მუნიციპალიტეტის მერთან ირაკლი ცეცხლაძესთან ერთად გაეცნო.