საავტომობილო გზების დეპარტამენტი

ხულოს მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარისგან საავტომობილო გზების გაწმენდა აქტიურ რეჟიმში გრძელდება
ხულოს მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარისგან საავტომობილო გზების გაწმენდა აქტიურ რეჟიმში გრძელდება.
მიმდინარე სამუშაოებს აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსი ზაზა შავაძე, მოადგილესთან როლანდ ბოლქვაძესთან, ხულოს მუნიციპალიტეტის მერთან ვახტანგ ბერიძესთან და სპეციალისტებთან ერთად ადგილზე გაეცნო.
ამ დროისთვის სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება შეზღუდული არ არის.
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი მძღოლებს მოუწოდებს, გადაადგილდნენ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენონ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები.
შეგახსნებთ, რომ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი და შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ103-კმ118 (კურორტი გოდერძი-უტყისუბანი) მონაკვეთზე იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ამავე საავტომობილო გზის კმ90-კმ103 მონაკვეთზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია.